ვასილ კაჭარავა - ამერიკელი პოლიტიკოსები და ისტორიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტრამპი ყველაზე უარეს პრეზიდენტთა რიცხვში მოაქციონ

ამერიკელი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტრამპი ყველაზე უარეს პრეზიდენტთა რიცხვში მოაქციონ და ყველა მისი წარმატება წყალში გადაყარონ, - ამის შესახებ ამერიკანისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ კაჭარავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” , ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, განაცხადა.

ვასილ კაჭარავას თქმით, ტრამპს მომხრეებისთვის ძალადობისკენ არ მოუწოდებია და შესაძლოა, ტრამპს ეს ფაქტი არც აწყობდა.

“ისტორიას თუ გავიხსენებთ, კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოხდა 1812 წელს, ინგლისური ჯარის მიერ, ამერიკა-ინგლისის ომის დროს და გადაწვეს კიდევაც, მაგრამ თვითონ ამერიკის ისტორიაში ასეთი თავდასხმა ამ შენობაზე არ იყო. როგორც ახლა ტრამპის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ტრამპი მოუწოდებდა - იგი არ მოუწოდებდა შევარდნისაკენ, ბუნებრივია და პირიქით, შეიძლება უფრო აწყობდა კიდეც, რომ ეს შევარდნა არ მომხდარიყო, უბრალოდ მართლაც უამრავი ხალხი მივიდა 74 მილიონი ამერიკელი აღშფოთებულია ამ გაყალბებებით და აი ამ გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლა, მხილებანი - მისი სრული იგნორირება მოხდა სასამარლოების მხრივ და მასმედიის მხრივ. ტრამპს ძალადობისკენ არ მოუწოდებია, უბრალოდ ახლა გამარჯვებული მხარე ამას იყენებს”, - განაცხადა კაჭარავამ და დასძინა, რომ ამერიკელი პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტრამპი ყველაზე უარეს პრეზიდენტთა რიცხვში მოაქციონ.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია