ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაობს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაობს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მონიტორინგის ფარგლებში, ადგილზე გაეცნო იმ სახლებზე ჩატარებულ სამუშაოებს, რომელიც ქუთაისის მერიის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური საცხოვრებლების გადახურვის პროგრამით“ გადაიხურა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამით, 2020 წელს შეირჩა 23 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა. როგორც მერიაში აცხადებენ, სახლების სახურავები ძალიან იყო დაზიანებული. გასულ წელს უკვე დასრულდა 9 სახლის გადახურვა, დანარჩენი კი მიმდინარე წელს დასრულდება.

მათი ცნობით, სახლების სახურავები კაპიტალურად შეკეთდა - შეიცვალა როგორც ხის მასალა, ასევე თუნუქი, ძაბრები და მილები.

„სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაა გათვალისწინებული. სახლების გადახურვის პროგრამით უკვე ბევრმა ისარგებლა და ქუთაისში ათობით სახლი გადავხურეთ. დღეს რამდენიმე მათგანი დავათვალიერეთ. ეს ადამიანები უკვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საკუთარ ჭერქვეშ. სახლების გადახურვის პროგრამას ვაგრძელებთ”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სოციალურად დაუცველთა სახლების გადახურვისთვის სულ 370 ათასამდე ლარია გამოყოფილი.