ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბალახი იწვის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბალახი იწვის

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 200 კვადრატამდე ბალახს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.