ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა

ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის კანონში შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. ისინი მოითხოვენ კანონპროექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს.

პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ათამდე პატიმარი შიმშილობს და მათი რაოდენობა გაიზრდება.