ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის სამდივნო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატი გოჩა ენუქიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაზარალებული ტარიელ ბანძელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

"უმძიმესი ფაქტია ბანძელაძეების ოჯახისთვის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება, ამ უდიდესი მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა