„აიპლიუსი" მომხმარებლებს იანვრის თვიდან კონსოლების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს იანვრის თვიდან კონსოლების განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" კომპანია „აიპლიუსიდან" აცნობეს. კომპანიის გაყიდვების მენეჯერის, სოფო ჩადუნელის განცხადებით, Apple-ის პროდუქციასთან ერთად სხვადასხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც დაამატეს.

„როგორც ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, უკვე მეორე წელია მულტიბრენდ კომპანიად ვიქეცით და Apple-ის პროდუქციასთან ერთად Samsung-ის, Xiaomi-ის, JBL-ის, Sony-ის, Xbox-ის და სხვადასხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციაც დავამატეთ. საქართველოში თანთადან უფრო და უფრო პოპულარული ხდება Gaming სფერო და ჩვენც გადავწყვიტეთ Console-ების ხაზი უფრო გაგვეფართოვებინა. უკვე ერთი თვეა, აქტიურად გაყიდვაშია Playstation 5, რომლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს აქციაც ელით და დამატებით ნებისმიერი თამაშის უფასოდ შერჩევას შეძლებენ. ასევე, განახლდა Xbox-ის და Nintendo მარაგიც. ვირტუალური რეალობის მოყვარულების კი Playstation VR და Oculus Quest ელით,” - აცხადებს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი სოფო ჩადუნელი.

შეგახსენებთ, 15 იანვრის ჩათვლით, კომპანია აიპლიუსი “გატანის” და ადგილზე მიტანის სერვისზე დისტანციურად მუშაობს. გარდა Online შეძენისა, ექსლუზიურად „აიპლიუსის" მომხმარებლებს შეუძლიათ Online განვადებით ისარგებლონ „თიბისი" და „სფეის ბანკთან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო