ფოთში მერიის შენობასთან აქციის მონაწილეებმა თევზი მიიტანეს

ფოთში მერიის ადმინისტრაციულ შენობასთთან აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის''ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. მათი თქმით, თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდშია. შეკრებილები ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან ჯამით ქაფშია მიიტანეს. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვენ.

„ვაპირებთ შევაწუხოთ ხელისუფლება, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არადა დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში, ასეთი მთავრობა ფოთელებს არ ეკადრება. დღეს გამაფრთხილებელი აქციაა, მიეცემათ ორი დღე პრობლემის მოსაგვარებლად და წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს“ - აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი ქვარცხავა.

თავის მხრივ, ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

იხილეთ ვიდეო:ფოთში მერიის შენობასთან აქციის მონაწილეებმა თევზი მიიტანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა