ფოთში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს

ფოთში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. ისინი ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ითხოვენ. პოლიცია შეკრებილებს სავალი გზის გათავისუფლებისკენ მიუწოდებს.

„მოვიდეს, დაგველაპარაკოს, კი ბატონო დავიშლებით, ხვალ ისევ მოვალთ არაა პრობლემა“ , -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, ფოთში მერიის ადმინტრაციულ შენობასთან ადგილობრივები თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. მათ მერიის შენობასთან თევზი მიიტანეს.

ცნობისთვის, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ლიცენზირებული საწარმო ფუნქციონირებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა