ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღიდან გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სავარაუდოდ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი თავდაპირველად ახმეტის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

























