ქუთაისში, საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს მოწოდებით „ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე“

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, მოწოდებით - „ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე“.
„საქართველოსთვის უცხოა ანტისემიტიზმი, მით უფრო ქუთაისისთვის, რომელიც კლასიკური ნიმუშია ქართველთა და ებრაელთა ისტორიული თანაცხოვრებისა. ჩვენი დღევანდელი გზავნილი არის ის, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ერთეული ადამიანების განცხადებები ხელს ვერ შეუშლის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
რამდენიმე დღის წინ, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ქადაგებისას ანტისემიტური გამონათქვამები გამოიყენა. ადგილობრივების პროტესტი ამ განცხადებას მოყვა.

























