ქუთაისში, სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„მიაქციეთ მოშიმშილე პატიმრებს ყურადღება“- ამ მოწოდებით ქუთაისში დღეს სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გუშინაც გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის პატიმრების უმრავლესობას არ ეხება.

აქციის მონაწილეები დღეს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობასაც გეგმავენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს