"ინტელიექსპრესმა" და მისმა პარტნიორმა კომპანია "ინექს გრუპმა" გორში ახალი ფილიალი გახსნეს

საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესი და მის ჰოლდინგში შემავალი გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი 2021 წელს ახალი ფილიალით ხვდებიან. 21 დეკემბერს, გორში, სტალინის N29-ში, ინტელიექსპრესისა და ინექს გრუპის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა.

ინტელიექსპრესის და მისი პარტნიორი კომპანიის მიზანი მომხმარებლებისთვის სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებაა, რასაც წლებია წარმატებით ახორციელებენ, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე. ინტელექსპრესის, როგორც ევროკავშირში ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტისთვის, ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტი ევროპული სერვისის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე. გორში ახალი ფილიალის გახსნაც მომხმარებლების მზარდი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა და ხელს შეუწყობს კომპანიების მიზნების განხორციელებას. ახალი ფილიალის მეშვეობით ინტელიექსპრესი გაზრდის ადგილობრივი ბაზრისთვის ევროპულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რასაც შესაძლებელს ხდის ინტელიექსპრესის, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი, PSD2-ის ლიცენზია.

ინტელიექპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. ინტელექსპრესს აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსსა და საქართველოში. ფულადი გზავნილების კომპანიის სერვისი, აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების მეშვეობით, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

ინექს გრუპი 2010 წელს დაარსებული გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, ხოლო საქართველოდან კი ევროპის ქვეყნებში.

გორში, ძველ მისამართზე არსებულმა ფილიალმა ფუნქციონირება შეაჩერა. საქართველოში ინტელიექსპრესის ფილიალების სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს. ინექს გრუპის ფილიალები იხილეთ ბმულზე.

(R)

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით