ვაშინგტონის მერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს

ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუსერი ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს.

მედიის ინფორმაციით, მერმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებული ქაოსის გათვალისწინებით, ბაიდენის ინაუგურაციის დროს "ძალიან განსხვავებული" მიდგომის გამოჩენაა საჭირო.

ბოუსერი წერს, რომ 11 იანვრიდან 24 იანვრამდე FBI– მ დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ბრიფინგები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამართოს და აღნიშნულ პერიოდში მასობრივი შეკრებების უფლება არ უნდა გაიცეს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების დეპარტამენტმა თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტებთან, ასევე კონგრესთან და უზენაეს სასამართლოსთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა ფედერალური საკუთრების დაცვის მიზნით დედაქალაქში ფედერალური ძალის განლაგება მოხდეს.

ცნობისათვის, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?