მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - მას მართლაც მოუწევს წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლა და ხელისუფლების ოპოზიციური კოალიციისთვის გადაცემა.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი 8 წელია „არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს“.

„გავეცანი ივანიშვილის ე.წ. წასვლის შესახებ განცხადებას. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად და ბრიყვად. რამდენჯერ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს არ ჰყავს საზოგადოება და არ გააჩნია შეფასების, ანალიზის უნარი?! რამდენჯერ უნდა დაგვცინოს. ახლა ის ყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევნები გაყალბდა, კი მაგრამ, თუ გაყალბდა, მას ხელისუფლება რანაიარად გადაეცა?! ყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზოციური კოალიციისთვის, ჯიბეში ჩაიდო. ყველაზე მეტად აღმაშფოთა, როდესაც ამბობს, რომ თურმე სიღარიბე საქართველოში ობიექტური რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად! სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5 მილიარდი ამოაცალა ჯიბეებიდან ბოლო 8 წლის განმავლობაში. სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან დააპაუზა და გააჩერა ქვეყანა, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტია. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ლარის კურსი ზუსტად ორჯერ დაეცა. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა იხრჩობა ვალებში, მთავარი მევახშე და ბანკირი სწორედ ივანიშვილია, ის აკეთებს ამ გაჭირვებაზე ფულს. პირდაპირი შედეგია იმისა, რომ ნეპოტიზმია და თუ ნათესავი, პატრონი არ გყავს მის ბანდაში, ვერაფერს აღწევ. ვერსად ეწყობი ნორმალურ სამსახურში და კონტრაქტს ვერ იღებ. ეს არის პირდაპირი შედეგი უსამართლობის და უკანონო სისტემის, რომელიც საქართველოში გაბატონდა. პირდაპირი შედეგია ფეოდალიზმის, ყმებად და მილიონერებად ქვეყნის დაყოფის. ამიტომ, არ გაუვა მას ეს გეგმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც თვითონ მოუწოდებს, საზღვარგარეთ გაყაროს. მას მართლაც მოუწევს წასვლა, ოღონდ ისე კი არა, რომ ფორმალურად ჩემს შნირებს გადავაბარე ხულისუფლება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მართავს პროკურორების, მოსამართლეების, პოლიციელების, სუს-ის მეშვეობით, რომელთაც ყოველთვიურად კონვერტით უხდის ხელფასს და ამას არაფერი კავშირი არ აქვს არც ოფიციალურ ხელისუფლებასთან და არც თანამდებობასთან. ამდენი წელია არაფორმალურად მართავს რეპრესიულ აპარატს. მას მართლაც მოუხდება წასვლა და ხელისუფლების გადაცემა ქართველი ხალხითვის, რომელმაც დაამარცხა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი უპირატესობით, მიუხედავად მოსყიდვის, დაშინების და გაყალბებისა. მოუხდება ხელისუფლების გადაცემა ოპოზიციური კოალიციისთვის. ასევე მას მოუხდება ქართველი ხალხის ქონების მართლაც დაბრუნება, ეს ქონება ეკუთვნის საქართველოს, ეს ქონება არის ბოლო 8 წლის ძარცვის და თქვენი დამცირების შედეგად მოპოვებული. საქართველოს ეკონომიკა არის გადანადგურებული, ქართული ოჯახები კი ფეხქვეშ გათელილი. ეს სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენ მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია მოვიცვალეთ. არა მხოლოდ არავინ მივდივართ ამ ბრძოლიდან, ბოლომდე აქტიურად ჩავერთვებით ამ ბრძოლაში, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება ამ ურჩხულის მარწუხებისგან. ყველაფერი კარგად იქნება, ძალა ერთობაშია!“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

იხილეთ ვიდეო:რამდენჯერ უნდა ჩათვალს ამ ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად - მიხელ სააკაშვილი ივანიშვილზე

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე