არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია და პოზიციაც ჩამოყალიბებულია.

„პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა. უახლოეს დღეებში ჩვენ წინასწარ შეგატყობინებთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გუნდში იყო ამაზე განხილვები და ჩვენი პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს ამ საკითხზე.

გარწმუნებთ, რომ პოლიტიკური პარტიის მმართველობა დარჩება და კიდევ უფრო მეტად განვითარდება, განმტკიცდება. მაქსიმალურ ჩართულობაზე და მონაწილეობაზე იქნება დაფუძნებული. თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს პარტიის განვითარებაში“,-აცხადებს თალაკვაძე.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს