ზვიად შალამბერიძე - დავით ხახალეიშვილი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც მას ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის და ევროპის ორგზის ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო. მას ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო მისი ქვეყნისთვის, რომელიც არაერთხელ ასახელა თავისი მიღწევებით. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ადამიანები ნაადრევად მიდიან ამ ქვეყნიდან, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, რომელთაც დავით ხახალეიშვილმა ბევრი სპორტული სიხარული მიანიჭა წლების მანძილზე.

დავით ხახალეიშვილი დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს და გაიხსენებს წარმატებულ სპორტსმენს, ღირსეულ ადამიანს და მოქალაქეს, რომელსაც ქვეყნის და ქალაქის წარმატებისთვის თავი არასოდეს დაუზოგავს", - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის სამძიმრის წერილში.

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს