ტერაბანკი BDO Digital-თან პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს

ტერაბანკი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას განაგრძობს და BDO Digital-თან ერთად პროცესების რობოტიზაციას იწყებს.

BDO Digital-ის გუნდის დახმარებით, ბანკი ოპერაციულ საქმიანობაში RPA რობოტებს ჩართავს. პროექტის პირველ ეტაპზე ბანკის ბექ ოფისში პროცესების რობოტიზაციასთან თავსებადობის დიაგნოსტიკა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების განსაზღვრა მოხდება, შემდეგ კი კონკრეტულ ოპერაციებში ციფრული რობოტების ინტეგრირება დაიწყება.

RPA - პროგრამული რობოტები ტერაბანკში დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ, რაც დაეხმარება კომპანიას დაზოგოს თანამშრომელთა რესურსი და გაზარდოს მუშაობის პროდუქტიულობა.

BDO Digital-ის გუნდი ტერაბანკს დაეხმარება ორგანიზაციის არსებული პროცესების ანალიზში, ავტომატიზაციის სირთულისა და სარგებლის შეფასებაში. ასევე იმ პროცესების განსაზღვრაში, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ რობოტიზაციას და რომლის ავტომატიზაციაც ყველაზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს კომპანიას. დიაგნოსტიკის ეტაპზე გამოვლინდება წესებზე დაფუძნებული, დიდი მოცულობის განმეორებადი პროცესები, სადაც რობოტების დახმარება ააჩქარებს პროცესებს და გამორიცხავს შეცდომების დაშვების რისკს.

BDO Digital-ი ქართულ ბაზარს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს და მათ შორისაა პროცესების ოპტიმიზაცია, ტრანსფორმაცია და რობოტიზაცია. RPA ტექნოლოგიის მიმართულებით კი BDO Digital-ი მსოფლიოში ლიდერი კომპანიის UiPath-ის ოფიციალური პარტნიორია.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა