იაგო კაჭკაჭიშვილი  - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას  და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

- ბატონო იაგო, გავრცელებული წერილით „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ივანიშვილმა გვამცნო რომ იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

გასაკვირი არაა, რომ ეს თემა ახლა ჩვენში ყველაზე განხილვადია. ამ თემაზე აზრის გამომხატველთა უმრავლესობა ძირითადად მიზეზების ძიებაში არიან. მომხდარის მიზეზებს გვერდს ვერც ჩვენ აუვლით, მაგრამ ვინაიდან ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უკვე მეორეჯერ განაცხადა, ჩვენი საუბარიც ამით გვინდა დავიწყოთ.

როგორ გგონიათ, ბატონი ივანიშვილი მართალა წავიდა პოლიტიკიდან თუ არა, და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში კიდევ დაბრუნდეს?

- ვფიქრობ, ამჯერად ივანიშვილი, მანამდელ წასვლებთან შედარებით, ყველაზე მეტად წავიდა. მას არ სურს, რომ პოლიტიკიდან წავიდეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება მმართველი პარტია და, უკეთეს შემთხვევაში, ოპოზიციაში გადავა, ხოლო უარეს შემთხვევაში - დაიშლება.

ამჯერად ივანიშვილი, მანამდელ წასვლებთან შედარებით, ყველაზე მეტად წავიდა. მას არ სურს, რომ პოლიტიკიდან წავიდეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება მმართველი პარტია და, უკეთეს შემთხვევაში, ოპოზიციაში გადავა, ხოლო უარეს შემთხვევაში - დაიშლება

პრინციპში, „დაისი“ ახლოვდება და, გარკვეული აზრით, დამდგარიც კია - ბოლო არჩევნებში „ოცნებას“ ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და მანდატების უმრავლესობა კვლავ მაჟორიტარების ხარჯზე მოაგროვა.

ივანიშვილს უნდა, გემი სადებატო, კოჭლი, ძლივს მოპოვებული, მაგრამ მაინც გამარჯვებული კაპიტნის რანგში დატოვოს. მეორე მხრივ, ივანიშვილის „საბოლოო წასვლაც“, გარკვეულწილად შეფარდებითია - რაღაც „წერტილოვანი“ ჩარევები, ალბათ, ექნება. თუმცა, ის მიხვდა, რომ პოლიტიკაში თავისი რესურსები ბოლომდე ამოწურა.

ივანიშვილის „საბოლოო წასვლაც“, გარკვეულწილად შეფარდებითია - რაღაც „წერტილოვანი“ ჩარევები, ალბათ, ექნება. თუმცა, ის მიხვდა, რომ პოლიტიკაში თავისი რესურსები ბოლომდე ამოწურა

- მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თავიდანვე თქვა, რომ პოლიტიკაში არ სურდა დარჩენა, ძნელი დასაჯერებელია, რომ მმართველი პარტიის დამაარსებელი და შემქმნელი პოლიტიკიდან წავა.

თუმცა, როგორც ამბობენ, უდიდესი ფინანსური რესურსების პატრონმა და მმართველი გუნდის ლიდერშიფის შემკრებმა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს მისცა უფლება პოლიტიკურ საკითხებზე დაუკავშირდნენ ტელეფონით.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა, ივანიშვილის გამო მისცა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდი გახარიას, თალაკვაძის, კობახიძისა და კალაძის იმედად უნდა იყვნენ.

ვიდრე სხვა თემებზე გადავიდოდეთ, თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორ შეაფასებს ივანიშვილის ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი?

- ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის ივანიშვილის ეს ნაბიჯი სერიოზული იმედგაცრუების წყაროა. „ქართული ოცნება“ აქამდე ვერტიკალზე აგებული პარტია იყო და მმართველობა მოდიოდა მხოლოდ ზემოდან ქვემოთ. ახლა, ამ ზედა რგოლის ჩამოშორებამ, პარტიაში „უთავო მხედრის“ ეფექტი შექმნა, რომელთანაც შეგუება „ოცნების“ ამომრჩევლისთვის იოლი არ იქნება.

რაღა ამომრჩეველი, თვით „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც კი განიარაღებულად იგრძნობენ თავს. ისინი აუცილებლად აღმოჩნდებიან ე.წ. „კოგნიტური დისონანსის“ მდგომარეობაში, როდესაც, ერთი მხრივ, თითქოს შვებას იგრძნობენ ივანიშვილის წნეხისგან გათავისუფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებლად დააკლდებათ „მამაზე“ მიჯაჭვულობის ჩვევა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი ახლა მთლიანად მათზე გადმოვა და ივანიშვილის, როგორც გამწევი ძალის, ფაქტორი, ამ ტვირთს ჩაეხსნება.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისთვის ივანიშვილის ეს ნაბიჯი სერიოზული იმედგაცრუების წყაროა... რაღა ამომრჩეველი, თვით „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებიც კი განიარაღებულად იგრძნობენ თავს

კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც საპირისპირო, ჰორიზონტალური, არაავტორიტარული მართვის მოდელზე გადაიყვანს პარტიას, ის ავტორიტარიზმის მოტრფიალეა, თუმცა, მისი ავტორიტარიზმი, ივანიშვილთან შედარებით, გაცილებით კარიკატურულად გამოიყურება.

ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლა დააჩქარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასუსტებას.

ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წასვლა დააჩქარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასუსტებას

- ბატონ ივანიშვილის წერილი საკმაოდ ვრცელია და მასში იგი არა ერთ საკითხზე საუბრობს. იმაზე, თუ რისი გაკეთება შეძლო, რისიც ვერ შეძლო. ვრცლად ისაუბრა ოპოზიციის უუნარობასა და არაკონსტრუქციულობაზე, იმაზე, რომ საუკეთესო მთავრობას ტოვებს და ასე შემდეგ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის წერილმა?

- ივანიშვილის ეს წერილიც, პრინციპში, მისი ტრადიციულ ნარატივში ჯდება - ათვლის წერტილად „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბნელი მხარეების აღება და, შედარების გზით, საკუთარ წარმატებებზე საუბარი.

ივანიშვილისთვის თვითკრიტიკა, როგორც წესი, უცხო რამეა, ის ამ წერილშიც ძალზე ძუნწად საუბრობს იმაზე, თუ რას ვერ მიაღწია „ოცნებამ“ და ერთადერთ წარუმატებლობად სიღარიბის ვერდაძლევას ასახელებს.

თუმცა, ესეც ფსევდოკრიტიკას ემსგავსება, რადგან „ნაცმოძრაობის“ მმართველობას ამ მხრივაც ვაჯობეთო, ამბობს, და სიღარიბის ძირითად მიზეზად ობიექტურ გარემოებებს ასახელებს. ივანიშვილისთვის არასოდეს უმუშავია არგუმენტს, რომ თუნდაც სხვასთან შედარებით კარგი, არ ნიშნავს ობიექტურად კარგს.

მეორე მხრივ, დადებითადაც შეიძლება შევხედოთ ამ წერილს - ივანიშვილი მიხვდა, რომ მან პოლიტიკის სფეროში მისი რესურსი ამოწურა და არა მხოლოდ ავანსცენიდან, არამედ კულუარებიდანაც უნდა რომ წავიდეს. გასაგებია, რომ ამის მთავარი მოტივაცია მისი უსაზღვრო ამბიციურობაა, მაგრამ მთავარი მაინც ხომ შედეგია.

ივანიშვილი მიხვდა, რომ მან პოლიტიკის სფეროში მისი რესურსი ამოწურა და არა მხოლოდ ავანსცენიდან, არამედ კულუარებიდანაც უნდა რომ წავიდეს. გასაგებია, რომ ამის მთავარი მოტივაცია მისი უსაზღვრო ამბიციურობაა, მაგრამ მთავარი მაინც ხომ შედეგია

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლა ბრძოლის ველიდან წასვლას უფრო ჰყავს. მეტიც, როგორც ჩანს, მას არ უნდა იყოს პასუხიმგებელი არც „ქართული ოცნების“ 8 წლიან მმართველობაზე, და არც იმაზე, თუ რა ეკონომიკურ სიდუხჭირეში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა მალე და არც იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა გველოდება.

წერილში იგი საუბრობს იმაზეც, რომ ქვეყანას უახლოეს ისტორიაში ლიდერების ნაკლებობა ჰქონდა. არადა, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში ქვეყნის ლიდერები იყვნენ, ყველა აშკარად ძლიერი და გამორჩეული ფიგურები იყვნენ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილმა სწორედაც რომ ქვეყნის ლიდერობა არა მარტო ვერ შეძლო, თავად თქვა ლიდერობაზე უარი. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- ივანიშვილმა ლიდერობაზე უარი იმ ნიადაგზე კი არ თქვა, რომ, მისი აზრით, თავად ვერ შედგა როგორც წარმატებული პოლიტიკური ლიდერი. იგი ყველაფერს დაიჯერებს, ამის გარდა. ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია.

ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას და ერთგვარად თავი დაიზღვია

თუმცა, ცხადია, მასზე ყოველთვის გავრცელდება „ქართული ოცნების“ მმართველობის მძაფრი კრიტიკის სუსხი, ისევე როგორც შექება, წარმატებული მემკვიდრეობის გამო.

- ივანიშვილის წერილში ვკითხულობთ -„ჩემს მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი მიღწეულია - შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს... ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია და პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი“.

რადგან ივანიშვილი ამბობს რომ პოლიტიკიდან წავიდა, ახლა შეიძლება პოლიტიკაში მის 8 წლიანი საქმიანობის შედეგებზე ვიმსჯელოთ.

თქვენი დაკვირვებით, რა და როგორი მისია შეასრულა ბატონმა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში და სავარაუდოდ, რა შეიძლება მას ჰქონდეს საამაყო?

- ვფიქრობ, ივანიშვილისთვის საამაყოდ დარჩება და დროს გაუძლებს ის, რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ფართომასშტაბიანმა კოალიციამ შეძლო წერტილი დაესვა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში სულ უფრო უმართავი და საშიში ხდებოდა.

ივანიშვილისთვის საამაყოდ დარჩება და დროს გაუძლებს ის, რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ფართომასშტაბიანმა კოალიციამ შეძლო წერტილი დაესვა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში სულ უფრო უმართავი და საშიში ხდებოდა

თუმცა, თანდათან, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ, სააკაშვილის ავტორიტარიზმი ივანიშვილის რამდენადმე „შემოვლითი“, არახისტი ავტორიტარიზმით ჩანაცვლდა - საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ივანიშვილმა შესწირა სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის უაღრესად საჭირო ანაკლიის პორტი და თვით დემოკრატიის ინტერესებიც.

ამის ყველაზე რელიეფური გამოხატულება ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოლაა. რაც შეეხება იმას, რომ სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაში „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი განიცადა, ამას თავად ივანიშვილიც აღიარებს.

თანდათან, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ, სააკაშვილის ავტორიტარიზმი ივანიშვილის რამდენადმე „შემოვლითი“, არახისტი ავტორიტარიზმით ჩანაცვლდა - საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებას ივანიშვილმა შესწირა სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის უაღრესად საჭირო ანაკლიის პორტი და თვით დემოკრატიის ინტერესებიც

- ბატონი ივანიშვილი ოპოზიციაზე ამბობს - „ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც - სუსტები არიან და იმიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც“.

იგი ასევე წერს - „საფრთხე განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას, თუმცა აუცილებელად გამოჩნდება კეთილსინდისიერი ძალა, რომელიც აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და მას მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა.“

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, წინა ხელისუფლების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლებაც ძალადობს, მაგრამ უფრო აკურატულად. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ 8 წლის განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტები დასუსტებულია, მარლთმსაჯულება ერთი კლანის მიერ მითვისებული, ბიზნესი უფრო თავისუფალია, მაგრამ ახლაც მმართველ გუნდზეა მიბმული.

რადგან ახლა ჩვენ გარკვეულწილად ვაჯამებთ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას, შემდეგ კითხვას ასე დავსვამდი - რით განსხვავდებოდა ივანიშვილის მმართველობა სააკაშვილის მმართველობისაგან და რამდენად აქვს მის ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ ივანიშვილის გარეშე მართოს ქვეყანა?

- როგორც უკვე ვთქვი, სააკაშვილის ხისტი ავტორიტარიზმი ივანიშვილის რამდენადმე „დავარცხნილი“ ავტორიტარიზმით ჩანაცვლდა. მაგალითად, ივანიშვილის ხელში თითქოს ჩატარდა სასამართლო რეფორმა, რომელმაც რამდენიმე ტალღა გამოიარა, სამართლო სისტემაში შემოვიდა ზოგიერთი დემოკრატიული ატრიბუტი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის მაინც აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებში ჩადგა.

ანუ, თუ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო უნივერსალურად ექვემდებარებოდა ხელისუფლებას, ივანიშვილის დროს სასამართლოში შეიქმნა ჯგუფი, იგივე კლანი, რომელიც ხელისუფლებისთვის გამორჩეულად პრინციპულ საკითხებს პოლიტიკური დაკვეთის სასარგებლოდ წყვეტდა. „კარტოგრაფების საქმე“ ამის ბოლო, ყველაზე სამარცხვინო მაგალითია.

თუ სააკაშვილის მმართველობის დროს სასამართლო უნივერსალურად ექვემდებარებოდა ხელისუფლებას, ივანიშვილის დროს სასამართლოში შეიქმნა ჯგუფი, იგივე კლანი, რომელიც ხელისუფლებისთვის გამორჩეულად პრინციპულ საკითხებს პოლიტიკური დაკვეთის სასარგებლოდ წყვეტდა. „კარტოგრაფების საქმე“ ამის ბოლო, ყველაზე სამარცხვინო მაგალითია

სხვა მაგალითების მოტანაც შეიძლება - პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, თუმცა, მეორე მხრივ, არნახულად გაძლიერდა ე.წ. „კრიმინალური სუბკულტურის“ გავლენა, რამაც ციხეებში პატიმრების მდგომარეობა განსხვავებულ მარწუხებში მოაქცია.

თუ სააკაშვილის ხელისუფლება ბიზნესმენებს დაუფარავად ატერორებდა, ივანიშვილის ხელისუფლებამ „რბილი“ ტერორის ფორმა მოძებნა - მისთვის სასურველ ბიზნესმენებს აგებინებდა მილიონებიან ტენდერებს, იმ დათქმით, რომ შემდეგ ეს ბიზნესმენები „ქართული ოცნების“ ყველზე მსხვილი შემომწირველები იქნებოდნენ, ასე გაჩნდა, აგრეთვე, ბიზნეს-კლანი. შენარჩუნდა ელიტური კორუფცია და ა.შ.

- რადგან ისეთი პირი უჩანს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა, არაა გამორიცხული მმართველ გუნდში სწორედ ახლა გაჩაღდეს ბრძოლა პირველობისთვის.

ვითარებაში, როცა აღარავინ დავობს, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებდა, ახლა საინტერესოა ვინ იქნება „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიმღები, ანუ ვინ შეასრულებს ივანიშვილის როლს - გახარია თუ კობახიძე?

- თუ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხდება, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიმღების ფუნქცია სწორედ კობახიძეს დაეკისრება. როგორც უკვე ვთქვი, კობახიძე, თავისი სულისკვეთებით, ავტორიტარია და ამით ნამდვილად ემსგავსება მის პოლიტიკურ მშობელს.

თუმცა, კობახიძის ავტორიტარიზმს, თვით პარტიის შიგნითაც კი, არასერიოზულად შეხედავენ და დაუპირისპირდებიან. კობახიძის ავტორიტეტს ივანიშვილის „კრიშის“ ქვეშ ჰქონდა გასავალი, ხოლო ამის გარეშე, ის დაიშლება. ამდენად, ველოდები, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ადრე თუ გვიან, შიდაპარტიული დაპირისპირების და კრიზისის ქსელში გაეხვევა.

ველოდები, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ადრე თუ გვიან, შიდაპარტიული დაპირისპირების და კრიზისის ქსელში გაეხვევა

- ივანიშვილის წასვლაზე ყველაზე ხმაურიან შეფასებებს ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ აისახება ქართულ პოლიტიკაზე და ოპოზიციურ ფლანგზე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა?

- ვფიქრობ, ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდას. ახლა ყველა ვხედავთ, რომ ივანიშვილის, როგორც საერთო მტრის ხატის, ფაქტორი ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის ერთგვარი გამაერთიანებელია, რაც მათ შორის განსხვავებებს აბაცებს და, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობას აფერხებს.

ქართულ პოლიტიკას სჭირდება სხვადასხვა, მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიის არსებობა, რომლებიც ერთმანეთს გააწონასწორებენ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდას.. სხვათა შორის, ივანიშვილის წასვლა უთუოდ უარყოფითად აისახება სააკაშვილის რესოციალიზაციაზეც ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილისკენ მიმართული კრიტიკის ნაკადის ნაწილი აუცილებლად გადაინაცვლებს სააკაშვილის მიმართულებით. ეს კი, თავის მხრივ, პრევენციულ როლს ითამაშებს „შეკავება-დაბალანსების“ დემოკრატიული პრინციპის რეალიზებაში

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიანმა ისტორიამ დაგვარწმუნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გასაღები მხოლოდ დაბალანსებულ და არა ერთპიროვნულ ძალაუფლებაში დევს.

სხვათა შორის, ივანიშვილის წასვლა უთუოდ უარყოფითად აისახება სააკაშვილის რესოციალიზაციაზეც ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილისკენ მიმართული კრიტიკის ნაკადის ნაწილი აუცილებლად გადაინაცვლებს სააკაშვილის მიმართულებით. ეს კი, თავის მხრივ, პრევენციულ როლს ითამაშებს „შეკავება-დაბალანსების“ დემოკრატიული პრინციპის რეალიზებაში.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა