ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი შეჯახების დროს იქვე მდებარე სასურსათო მაღაზიაში შევარდა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.

"დაშავებული ორი მამაკაცი შემოვიდა. ჩაუტარდათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა. ორივე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და შესაძლოა, გაეწეროს კლინიკიდან. მეორეს აღენიშნება წვივის მოტეხილობა და ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა", - აცხადებენ კლინიკაში.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო