ჩოხატაურის მერის განცხადებით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, სოფელ ბუკნარის მოსახლეობას შორის აზრთა სხვადასხვაობა უკავშირება სახლს, სადაც მუსლიმები ლოცულობდნენ. ამ ფაქტზე, კუჭავას ინფორმაციით, ადგილობრივი ქრისტიანები პრეტენზიას გამოთქვამენ.

ამასთან, დღეს მომხდარ დაპირისპირებისას დაშავდა ორი ახალგაზრდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მერის განცხადებით, დამაკმაყოფილებელია და მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანებს ვხვდებით. დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა. სოფელში არსებობს სახლი, რომელიც არ არის საკულტო ნაგებობა. არ არის რელიგიური სტატუსით დატვირთული და იქ ხდებოდა ლოცვა. ქრისტიანული თემის წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ პრეტენზიას. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მთელი სამი კვირის განმავლობაში როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივ შეხვედრებს. ამას ხვალაც გავაგრძელებთ. იყო ინციდენტი რომელიც ამოწურულია. დღეს იყო ფიზიკური დაპირისპირება. ყველა დამნაშავე პირი დაკავებულია. საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვინც, სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა, დაკავებულია და მოხდება გამოკითხვა. ორივე თემის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გაგრძელდება“,- განაცხადა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა