შსს-ს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში პირი დააკავეს, რომელმაც 2 თანასოფლელს ქვის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა

შსს-მ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.

მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო