შიდა ქართლში უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები ლიკვიდირებულია

უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემები შიდა ქართლში ლიკვიდირებულია. ორდღიანი ინტენსიური წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში სანიაღვრე არხებში წყლის დონის მკვეთრად აწევა გამოწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა, ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი.

„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა რეგიონში, სანიაღვრე სისტემებში წყლის დონის მკვეთრად მატების გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. ადგილზე მუშაობდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეც. ტექნიკა. ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულუტურები არ იყო და შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ ყოფილა. ამ დროისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა