დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება

დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. თუ რა კითხვები აქვთ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მანჯგალაძესთან, ეს მისი გამოკითხვის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, გამოკითხულია არაერთი პირი.

იხილეთ ვიდეო:დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო