ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა

ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალი კონტეინერები ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებსა და ბაკურიანში დაზიანებულ ურნებს ჩაანაცვლებენ.

მათივე ინფორმაციით, კონტეინერები უკვე განთავსდა ბორჯომში და მის მიმდებარე სოფლებში, უახლოეს დღეებში კი, ურნები ბაკურიანში დაიდგმება.

„ბორჯომის მერიის მიზანია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბინძურების პრევენცია. ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა მომავალშიც იგეგმება“, -აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა