15-16 იანვარს ნახშირღელედან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

15 იანვრის 22:00 საათიდან 16 იანვრის 01:00 საათამდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით ქუთაისისა და ნიკეას ქუჩების გავლით, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს.

“ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2021 წლის 15 იანვარს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთზე არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რომლის სამუშაოებისათვისაც აუცილებელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა. ჩაკეტვა განხორციელდება ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე, 2021 წლის 15 იანვრის 22:00 სთ-დან 16 იანვრის 01:00 სთ-მდე პერიოდში (3 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა