ჩოხატაურის მერი - სოფელ ბუკნარში სიტუაცია განმუხტულია, მიმდინარეობს დიალოგი მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

„ვაგრძელებთ დიალოგს დაპირისპირება და რაიმე შეხლა-შემოხლა და მუშტი კრივი არ იყო. გუბერნატორი ესაუბრებოდა მოსახლეობას. სხვა რაიონებიდან ჩამოსული თანამოქალაქეები, მუსლიმანები იმყოფებოდნენ, აქედან გამომდინარე იყო ხმამაღალი საუბარი. სიტუაცია განმუხტულია. მიმდინარეობს დიალოგი მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გუბერნატორის ჩართულობით“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ინციდენტი მოხდა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა