მედია - რომის პაპი კორონავირუსზე აიცრა

მედია - რომის პაპი კორონავირუსზე აიცრა

რომის პაპი ფრანცისკე კორონავირუსზე აიცრა. მან დღეს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. გამოცემა NACION ვატიკანში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პონტიფიკოსი კომპანია Pfizer-ის წარმოებული ვაქცინით აიცრა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის დროს, ფოტოს გადაღება აიკრძალა.

გამოცემის ინფორმაციით, პაპი ერთ-ერთი პირველია, ვინც ვატიკანში აიცრა. სამი კვირის შემდეგ მან ვაქცინის მეორე დოზა უნდა მიიღოს.