ჩოხატაურის მერიასთან, სადაც ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებისა და მოსახლეობის შეხვედრა მიმდინარეობს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება მოსახლეობის ნაწილიც.

„ჩვეულებრივი შეხვედრა იმართება, ორივე მხარე ხვდება ერთმანეთს, პოლიცია დგას, რომ მართლწესრიგი დაიცვას“ ,- აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანული თემისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას მერი და გუბერნატორი ესწრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილზე სიმშვიდეა.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ინციდენტი მოხდა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო