გიორგი ვაშაძე - თუკი მიხეილ სააკაშვილიც განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება

თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, - აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო. “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის აზრით, ასეთ შემთხევაში ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.

“ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის - დავფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა - მიშა თუ ბიძინა, მიშა უფრო ცუდია თუ ბიძინა, რომელი უფრო კარგია - ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკუსია ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის. ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს მას. ამის შემდეგ ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე