ბრიუსელში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, დაშავებულია 4 პოლიციელი

ბრიუსელში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ასეული მოქალაქე ქალაქის პოლიციის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომელიც სამართალდამცავებმა კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევისთვის დააკავეს და დაკავებიდან დაახლოებით 1 საათში დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს, ქუჩებში სხვადასხვა საგნები დაწვეს და პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ჩაქრობა მოკლე ხანში მოახერხეს.

არეულობის დროს სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს, დაშავებულია 4 პოლიციელი.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლიდენმა ბრიუსელში განვითარებული მოვლენები დაგმო და "ყოვლად მიუღებელი" უწოდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს პოლიციის მხრიდან არასათანადო საქციელის დასაგმობად. მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, ამ სახის ძალადობისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს,“- აღნიშნა მინისტრმა.

პოლიციამ 23 წლის მამაკაცი, იბრაჰიმ ბ. გასულ შაბათს დააკავა. დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად დაიღუპა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს