ისრაელის ავიაიერიშებს სირიაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა

გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რომლის სამიზნეც ირანთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

ავიაიერიში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დეირ ალ-ზურისა და ალბუ ქამალის რეგიონებში მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის დროს 14 სირიელი ჯარისკაცი და მილიციის 43 წარმომადგენელი დაიღუპა, რომელიც ირანთან იყო დაკავშირებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის, გენ ავივ კოჩავის თქმით, ბოლო დროს სირიაში ირანელი სამხედროებისა და ირანთან დაკავშირებული პირების რაოდენობა გაიზარდა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის. BBC-ის ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ისრაელის მხრიდან სირიაში 4 ასეთი თავდასხმა განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა