დონალდ ტრამპი - ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს ძალადობას, არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას

ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, ძალადობას და ვანდალიზმს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოძრაობაში ადგილი ნამდვილად არ გააჩნია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მისი ნამდვილი მხარდამჭერი ძალადობას არასდროს ჩაიდენდა.

„ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას, ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა ამერიკელებს. თუ თქვენ რომელიმე ეს საქციელი ჩაიდინეთ, თქვენ არ ხართ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი, არამედ თავს ესხმით მას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით,“ - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ში სიტყვის თავისუფლება უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

„ეს რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენა და არა ერთმანეთის დადუმებაა. ყველა ჩვენგანმა საერთო ენისა და მიზნის გამოძებნა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 232-მა კონგრესმენმა მისცა, 197 კი - წინააღმდეგი წავიდა. იმ კანონმდებლებს შორის, რომლებმაც ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, 10 „რესპუბლიკელი“ კონგრესმენია.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს ძალადობას, არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან ამერიკულ დროშას

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ