ამბროლაურის მერია - ამბროლაურში ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა ხორციელდება

2021 წელს, ქალაქ ამბროლაურში ორი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია არცელებს.

მათი ინფორმაციით, კოსტავასა და ბრატილავა-რაჭის ქუჩების რეაბილიტაცია გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და პროექტით გათვალისწინებულ სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებს.

„კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და სამუშაოები მ/წლის გაზაფხულზე დასრულდება. რაც შეეხება ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობას, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება“,-აღნიშნულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა