თაზო დათუნაშვილი - თამარ გაბუნიას განცხადება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში „კოვაქს პროგრამის“ გავლით შემოვა, ტყუილია - „ფაიზერმა“ უარი თქვა „კოვაქს პროგრამაში“ ჩართვაზე

თამარ გაბუნიას განცხადება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში „კოვაქს პროგრამის“ გავლით შემოვა, ტყუილია - „ფაიზერმა“ უარი განაცხადა „კოვაქს პროგრამაში“ ჩართვაზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა თაზო დათუნაშვილმა, ვაქცინის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება ძალიან მძიმე ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოს ნომერ პირველი ამოცანა არის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა და დღეს ეს ბრძოლის ხაზი ვაქცინაციის პროცესზე გადის. ამ რთულ ვითარებაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებებს, რომლებიც არის ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ტყუილი ან უკიდურესი არაკომპეტენტურობა და უცოდინრობა. კერძოდ, ვგულისხმობ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას, რომ “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოსი შემოვა “კოვაქს პროგრამის” გავლით. გვინდა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ, რომ დღეისთვის “ფაიზერმა” უარი განაცხადა “კოვაქს პროგრამაში” ჩართვაზე, მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს “კოვაქსსა” და “ფაიზერს” შორის ჯერჯერობით ჩიხშია შესული, აქედან გამომდინარე ის განცხადება, რომელიც ქალბატონმა გაბუნიამ გააკეთა არის ან საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანა და მიზანმიმართული ტყუილი ან ამ ადამიანმა უბრალოდ არ იცის რა ხება ა საკითხთან დაკავშირებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ გაბუნიას განცხადების პარალელურად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდგე განაცხადა, რომ მივიღებთ “ფაიზერის” ვაქცინას, მაგრამ ეს ვაქცინა ცალსახად იქნება ჰუმანიტარული დახმარების გავლით და ეს სიტუაცია გვაძლევს იმას, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობენ და აქვთ ნულოვანი კორდინაცია. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მომზადება ვაქცინაციისთვის. „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაკავშირებულია ძალიან მძიმე ტექნიკურ სირთულეებთან“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ