სკანდას ციხეზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს, ასევე დროშა აღიმართა სკანდას ციხეზე.

„14 იანვარი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს - ქართული დროშის დღეა, რომელიც ინახავს ჩვენ ისტორიას, გვაძლევს სიამაყის საფუძველს და სტიმულს, რომ მისი ღირსეული ტარებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ვულოცავ ამ დღეს ჩვენ მოქალაქეებს და მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც საქართველოს დროშა თავისი საქმიანობით დაბლა არასოდეს დაუშვია", - განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულია საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა