რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ მეორე ტოლაში მცხოვრებ მარტოხელა ქალს სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მცხოვრებ მარტოხელა ქალს, ნათელა ბაქანიძეს ახალი წელი მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის სამდივნო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გოჩა ენუქიძემ ნათელა ბაქანიძეს სურსათი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"მარტოხელა ადამიანებს განსაკუთრებით უხარიათ თითოეული ჩვენგანის ყურადღება, მით უფრო ისეთ ბედნიერ დღეებში, როგორიც საახალწლო პერიოდია, ამიტომ ქალბატონი ნათელას ბედნიერი სახე და გულწრფელი კეთილი სურვილები ჩემი მთავარი მონაპოვარია”, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა