ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეების გაღიზიანება ადამ ანთაძის განცხადებამ გამოწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა.

„საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლების ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება ეს არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, ვისაუბრე. ჩვენი მიზანი არის, რომ ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას, ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ, ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია. ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ვიყოთ გარანტი კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის დაცვის უფლებისა. ამიტომ, ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, - განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა.

აქციის მონაწილეები მუფთს მხარდაჭერისკენ და გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენი ძმების გვერდით ვიდგებით ბუკნარში, ადიგენში, წალკაში, თბილისში, აჭარაში და ყველგან, სადაც დაირღვევა ჩვენი უფლებები, ღმერთისგან და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული, - განუცხადა ჟურნალისტებს მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ფირუზ წულუკიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს