ადგილობრივების განცხადებით, სოფელ ბუკნარში ხელისუფლების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება, დღევანდელი აქცია კი დასრულებულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვალ გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომელსაც მხარეებთან ერთად, ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ისინი ამ გადაწყვეტილებას გამარჯვებას უწოდებენ.

„ჩვენ გვინდა, რომ სოფელში აღდგეს ძველი ურთიერთობები. ხვალინდელი ჯუმის ლოცვა ჩატარდება, სოფელში არსებულ ტაძარშიც ჩატარდება ლოცვა. ორივე მხარე ვილოცებთ მშვიდობისათვის. სოფელი უნდა დაუბრუნდეს ძველ მეგობრულ ცხოვრებას. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჩოხატაურის მერის ადმინისტრაციულ შენობასთან რჩებიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.

გუშინ, ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა , თუმცა აღნიშნულ შეხვედრას მუსლი თემის წარმომადგენლები ,,არადამაჯერებელს“ უწოდებენ.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან იყვნენ შეკრებილნი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო