ჭიათურის მერია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტირების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მიმდინარე წლის 13 იანვარს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე (ი/მ შიო გაფრინდაშვილი, შპს "ნიუ ბილდინგი") არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის" მიერ მორიგი სიმართლესთან შეუსაბამო და ცილისმწამებლური ინფორმაცია გამოქვეყნდა.

„საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ შემდეგს:

ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტს შესაბამისად, "დღგ-ის გადამხდელი პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე ან მისი ჩათვლით, იმისდა მიხედვით, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. პრეტენდენტი, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა მითითებას შეიცავს სატენდერო განცხადება დღგ-სთან დაკავშირებით. თუ სატენდერო განცხადებით გათვალისწინებულია სატენდერო წინადადების დღგ-ის გარეშე წარმოდგენა, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. ასეთ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით". ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი მეწარმე, მათ შორის სტატიაში ხსენებული სუბიექტები, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია და ტენდერი გამოცხადებულია დღგ-ის გარეშე, გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს დღგ-ის ჩათვლით (პრეტენდენტის წარმოდგენილ ფასს დაუმატოს დღგ-ის ღირებულება).

რაც შეეხება კონკურენციის საკითხს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ სუბიექტს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ტენდერში კანონით გათვალისწინებული პროცედურების და მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უცნობია ტენდერში მონაწილეთა რაოდენობა და ვინაობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს რაიმე სახის მიკერძოებას.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლი ითვალისწინებს წინასწარ ანგარიშსწორებას, რაც გამოიხატება წინასწარ გადასახდელი თანხის (ავანსი) იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენაში, აღნიშნულიდან გამომდინარე შემსყიდველი ორგანიზაცია არ დგება ფინანსური რისკის ქვეშ, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის პილიტიკური პირის/პირების და მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

მუნიციპალიტეტის მერია თავის საქმიანობაში ყოველთვის არის საჯარო და ნებისმიერ დროს მზად არის მიიღოს საზოგადოების ნებისმიერი ნაწილისგან სამართლიანი კრიტიკა, რომელიც ემსახურება ქვეყნის, მუნიციპალიტეტის ან საზოგადოების უკეთესი მომავლის შექმნას და ყოვლად მიუღებელია უკანონო და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურება საჯარო პირის ცილისწამებას და მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა სახელის გატეხას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ და ნებისმიერი გამავრცელებელი პირის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის და მერიის მოხელეთა მიმართ მსგავსი ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია მიმართვას კანონით გათვალისწინებულ ზომებს შელახული უფლებების დასაცავად“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო