სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს გაიმართება

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს გაიმართება

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუსლი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიასთან იყვნენ შეკრებილნი. მათ მხარდამჭერები სხავადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონდეთ. აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგება. სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიანული თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ სახლში არსებულ სალოცავს უკავშირდება.