ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს

ცნობილია, რომ სტრესი დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას და აქვეითებს იმუნურ სისტემას. დაქვეითებული იმუნიტეტი კი ვეღარ უმკლავდება ინფექციებსა და დაავადებებს. შედეგად, ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება ფერხდება.

სტრესის მართვისას უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ. დაკავდით ფიზიკური აქტივობით, იმოძრავეთ, ივარჯიშეთ ან ირბინეთ. გახსოვდეთ: რეგულარული ვარჯიში ამცირებს გაციების, გრიპისა და ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს და გმატებთ მხნეობას. დღეს ადამიანები, სამუშაო პირობებიდან და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, უმეტეს ნაწილს დახურულ ოფისებში/სახლებში უმოძრაო მდგომარეობაში ატარებენ, რაც მეტად საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აუცილებელია დღეში სულ მცირე 10–15 წუთი მზის სინათლეზე სეირნობა და ორგანიზმის D3 ვიტამინით გაჯერება, რომელიც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესპირაციული ინფექციების პრევენციაში.

ჯანმრთელობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კვების რაციონის შედგენა და დაცვა, რაც გულისხმობს სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ პროდუქტებზე უარის თქმას და საკვები რაციონის ხილით, ბოსტნეულით, თევზით, ნახშირწყლებით გამდიდრებას. აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტული პროდუქტი, მისი სარგებლიანობის შესანარჩუნებლად, დღის რომელ მონაკვეთში უნდა იქნას მიღებული. მაგალითად, ენდოკრინოლოგების რჩევით, სასურველია, კვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ორ ჭიქამდე წყალი მივიღოთ. ხოლო საკვები დღეში 4-ჯერ და საათობრივად მივირთვათ. დილით სასურველი არ არის შემწვარი და ცხიმებით დატვირთული პროდუქტების მიღება, შესაბამისად პრიორიტეტულია ბურღულეულის, წიწიბურას, მოხარშული კვერცხის, რძის პროდუქტების, ბუტერბროდის მიღება კარაქითა და ყველით ან ცოტა თაფლით. ხილის მიღება უმჯობესი დღის პირველ ნახევარში და ა..

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ასევე აუცილებელია შესაბამისი გუნება-განწყობა და ენერგია, რათა საკუთარ თავში ახალი უნარები და ძალები აღმოვაჩინოთ. ენერგიისა და სიძლიერის წყარო მოგეხსენებათ, სწორედ ვიტამინებსა და მინერალებშია, რომელსაც ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით კვებით და საკვები დანამატებით. ზამთრის სეზონი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ზემოთ აღნიშნული ელემენტების სიმცირით ხასიათდება, რაც ასევე აისახება იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია ორგანიზმში არსებული დეფიციტის შევსება სხვადასხვა ტიპის ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებით. საკვები დანამატების შერჩევისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მისი შემადგენლობა, მიღების კომფორტულობა და თერაპიული ეფექტიანობის ხარისხი. სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს ორამინ F.

ორამინ F - მატონიზებელი ეფექტის მქონე საკვები დანამატი

ორამინ F კორეული ჟენშენის, ფუტკრის რძის, ვიტამინებისა და მინერალების უნიკალურ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ. ის ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიას, ტონუსს და ხსნის დაღლილობას. მნიშვნელოვანია, რომ ორამინ F ცხიმში და წყალში ხსნადი ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, შეიცავს ორ ძალზედ მნიშვნელოვან პროდუქტს: კორეულ ჟენშენს და სამეფო ჟელეს ანუ ფუტკრის რძეს, რომელთა სასარგებლო თვისებები და გამოყენების არეალი ფართოა.

კორეული ჟენშენი უხსოვარი დროიდან აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროდუქტია, რომელსაც „სიცოცხლის ფესვს“ უწოდებენ. ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ის „ღმერთების საჩუქარი“ და პანაცეაა, რომელსაც „ყველა დაავადებისგან“ განკურნება შეუძლია. კორეული ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს A, B, C, E ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას, სილიციუმს, ორგანულ მჟავებს. ის წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საკვებ მასალას, ხელს უწყობს გადაღლისა და სტრესისადმი მედეგობის ზრდას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. ასევე აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, გააჩნია ანტი-სტრესული, მატონიზებელი ეფექტი, ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება და აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ.

მიღების წესიც საკმაოდ მარტივია - ორამინ F მიიღება 12 წლიდან, რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულა, ჭამის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო