ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად

პანდემიის პირობებში ბიზნესკლიენტების დასახმარებლად ტერაბანკმა ახალი პროექტი განახორციელა. ინიციატივის ფარგლებში, 50 ბიზნესკლიენტი კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებული სხადასხვა მომსახურების პაკეტით დასაჩუქრდა. პაკეტებს შორის იყო ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, ელექტრონული კომერციის გამართვა, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და ტერაბანკის საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა.

ინიციატივის განხორციელებას წინ ბინზესკლიენტების საჭიროებების დეტალური კვლევა უძღოდა, რათა ყველა მომსახურება მათი საქმიანობის განვითარებაზე მაქსიმალურად მისადაგებული ყოფილიყო. სწორედ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მეწარმეთა უმეტესობას დახმარება ბრენდინგის, ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების გამართვისა და სოციალური მედია მარკეტინგის კუთხით სჭირდებოდა. ახალი რეალობის გამოწვევებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრული არხების სრულყოფასა და გამართვაზე, ასევე, თავად მეწარმეების შესაბამისი ცოდნით აღჭურვაზე, იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ბიზნესებს პანდემიის პერიოდში ოპტიმალურ ფუნქციონირებასა და განვითარების ალტერნატიული გზების მოძიებაში დაეხმარებოდა.

„ტერაბანკი მომხმარებლებისთვის მხოლოდ საბანკო სერვისების მიმწოდებელი არ არის. ჩვენი მცირე მასშტაბი შესაძლებლობას გვაძლევს, მოქნილები ვიყოთ, თითოეული კლიენტი პარტნიორად განვიხილოთ და ვეცადოთ, სირთულეები მათთან ერთად დავძლიოთ. აპრილის დასაწყისშივე დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ დავხმარებოდით ამ რთულ ვითარებაში ბიზნესკლიენტებს, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა და მოხარულები ვართ, რომ ამ ინიციატივის დახმარებით, შემოდგომის ტალღას ბევრი მათგანი უკეთ მომზადებული დახვდა“, - აცხადებენ ტერაბანკში.

პროექტში ჩართულ მეწარმეებთან ურთიერთობა, კონსულტაციისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით, კვლავაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიულ სეგმენტს წარმოადგენს, მისთვის ახალი შესაძლებლობებისა და საინტეროესო ინიციატივების შეთავაზებას სამომავლოდაც გეგმავს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს