გუბაზ სანიკიძე - ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო - რა, გაქრეს სააკაშვილი?!

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

„მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?! „ -აცხადებს სანიკიძე.

ცნობისთვის, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა „თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს