ნინო წილოსანი ბუკნარის ინციდენტზე - ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და სათანადოდ დაიგმობა

ნინო წილოსანი ბუკნარის ინციდენტზე - ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და სათანადოდ დაიგმობა

უსიამოვნება, რაც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა სოფელ ბუკნარში განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაცია უნდა განიმუხტოს.

„უსიამოვნება, რაც ბუკნარში მოხდა, უნდა იყოს ძალიან მალე აღმოფხვრილი, თუმცა, ამასთანავე თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენოთ ყველაფერი, რათა ვიპოვოთ მშვიდობიანად თანაცხოვრების გზები და არა ის , როგორ დავძაბოთ სიტუაცია. ნებისმიერი ადამიანის მხრიდან მსგავსი ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი და იქნება სათანადოდ დაგმობილი როგორც ეს საჭიროა და როგორც ამას იმსახურებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, არავის მიეცემა მშვიდობიანი თანაცხოვრების არევის უფლება.

„დღევანდელმა ინციდეტმა ცხადყო, რომ არიან ალბათ, ადამიანები ვისაც სურთ, რომ ამ ფაქტით ისარგებლონ და სხვადასხვა პროვოკაცია მოაწყონ. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, რომ შეეცადონ და მაქსიმალურად აერიდონ პროვოკაციებს და რაც მთავარია, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიის წარმომადგენელს აქვს რწმენის და რელიგიის თავისუფლება. ჩვენ ამ ისტორიულ- კულტურული მოცემულობით მოვდივართ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არიოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.