ჩოხატაურის მერი - სოფელ ბუკნარში გაგრძელდება თანაცხოვრება - ყველა ადამიანს თავისი აღმსარებლობის მიხედვით შეუძლია ილოცოს სადაც საჭიროა და ეს არ იქნება გაღიზიანების მიზეზი

ის მოლოდინი, რაც გვქონდა, გამართლდა. გამართლდა იმის გამო, რომ ეს იყო ორმხრივი სურვილი ადამიანების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა. მისი თქმით, სოფელში თანაცხოვრება გაგრძელდება.

,,ის მოლოდინი რაც გვქონდა, გამართლდა. გამართლდა იმის გამო, რომ ეს იყო ორმხრივი სურვილი ადამიანების. ყველა შეკრებილი აქედან კმაყოფილი უნდა იყოს. ამ სოფელში გაგრძელდება თანაცხოვრება. ყველა ადამიანს თავისი აღმსარებლობის მიხედვით შეუძლია ილოცოს სადაც საჭიროა და ეს არ იქნება გაღიზიანების მიზეზი. სხვათაშორის არც აქამდე ყოფილა, ყველა, ვინც ამის პროვოცირებას ეცდება ის გამოაშკარავდება და ორივე მხარე და კანონი გასცემს პასუხს,“- აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა პროვაკაციას.

„შეგიძლიათ ნახოთ კადრები, დღეს, ტაძართან როგორ იყო შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა და როგორ მივიდა მათთან ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და პროვოკაცია მოაწყო“, - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს