„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესიკ ქათამაძემ პოლიცია უკვე დატოვა.იგი სამართალდამცავებმა პოლიციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ის და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ქათამაძის თქმით, გამოკითხვა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იგი ბუკნარში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებში ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს.

„რეალურად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოკითხვა უკვე 7 საათია , ვერ იღებდნენ, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებას ჩემს მიცემულ ჩვენებაზე , რადგან არ უნდოდათ, რომ ჩიგოგიძემ რა დაზიანებაც მომაყენა ის დაზიანება ყოფილიყო ოქმში აღწერილი. შესაბამისად, დაველოდე ბოლომდე და რაც დააშავა ჩიგოგიძემ ის ყველაფერი აღვწერე ოქმში. რეალურად ეს პრობლემა, რაც წარმოიშვა ბუკნარში, ეს არის ჩიგოგიძის დამსახურება და მისი პასუხისმგებლობა და მას მოვთხოვე დღეს, რომ მოეხადა ბუკნარელი მოსახლეობისთვის ბოდიში და არამარტო, მთელი საქართველოსთვის. ადამიანი, რომელიც კენჭს იყრის არ უნდა იკადრო უკადრებელი. მისი მეზობელი, ეს ქრისტიანი იქნება თუ მუსლიმი არ უნდა გადაიკიდო მტრად იმის გამო, რომ შენ მიიღო დამატებით ორი ხმა. ეს იყო ჩემი იქ მისვლის მიზეზი. 2012 წლიდან მოყოლებული ,,ქართული ოცნება" ყოველ არჩევნებზე რელიგიური გრძნობებით მანიპულირებენ ამომრჩევლებზე, ჰპირდებიან გაუგონარ რაღაცებს, რათა მიიღონ ხმები და შემდეგ ეს ადამიანები შეატოვონ ერთმანეთს , რომ მოხდეს დაპირისპირება. ესეთი ფაქტი იყო ის, რაც განვითარდა სოფელ ბუკნარში", - განაცხადა ბესო ქათამაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს ქათამაძის ბრალდებებს და აცხადებს, რომ ბუკნარელი მოსახლეობისათვის მეჩეთის მშენებლობის შესახებ დაპირება არ მიუცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა