განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი 150 - მეტრიანი ხიდი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურზე განმუხური-დარჩელის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ. ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება.

"პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს, მშენებელი კომპანიები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ამჟამად ვიმყოფებით განმუხურში, სადაც მდინარე ენგურზე განმუხური დარჩელის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს ვაშენებთ, აქამდე არსებული ხიდი ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას", - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ხელშეკრულების მიხედვით, ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა