გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში 3 ადამიანი დაჭრეს

გურჯაანში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზეგაანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგ სამ ახალგაზრდა მამაკაცს მათთვის უცნობმა პირმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

სამივე მათგანი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები გულ-მკერდის და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ერთს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო, ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა