გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს სასურსათო ნობათი მიუტანა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს სასურსათო ნობათი მიუტანა.

დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხვანჭკარაში და მეორე ტოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და შშმ პირები მოინახულა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები და პირადი მოხმარების სხვა ნივთები გადასცა.

როგორც გოჩა ენუქიძე აცხადებს, მზრუნველობისა და თანადგომის გამოსახატად მსგავსი აქტივობები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

„მსგავსი აქტივობები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც განვახორციელეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, მზრუნველობისა და თანადგომის გამოსახატად იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სამდივნო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა