აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არ წასული და იგი უფრო მძაფრად შევიდა პოლიტიკაში.

აქციის მონაწილეებმა ფერად ფურცლებზე დაწერილი 41 პრობლემა გამოფინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, „აჭარაში ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად წასვლის შემდეგ დატოვა“.

„არ გვჯერა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. მორიგ არაფორმალურ მმართველად რჩება. აქ შეკრებილია ახალგაზრდული მოძრაობები, რომლებსაც ბიძინა ვერ მოგვატყუებს. ფერად ფურცლებზე ჩამოვწერეთ 41 პრობლემა, რომელიც აჭარას დაუტოვა, ხოლო აჭარის გარდა 441 პრობლემაც კი შეიძლება შეგროვდეს რაც საქართველოში დატოვა",- განაცხადა აქციის მონაწილემ, ლაშა კომახიძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები ორ თვეზე მეტია აქციას მართავენ. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა